ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ჯავახეთის უყურადღებობაში ადანაშაულებს
„დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოსათვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯავახეთს ესტუმრა. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო.