სინოდის სხდომამ დღეს 7 მღვდელმთავარი დაამტკიცა და ამასთანავე, 6 ახალი ეპარქიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო:
მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ჭულეს მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას – შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელ გაბრიჩიძე;
გარდაბანი-მარნეულის ეპარქიას – მღვდელმონაზონი გრიგოლ კაცია;
სურამი-ხაშურის – მამა სვიმეონ თაკაშვილი, მეუფე იობის ეპარქიიდან;
მარნეულის – მამა გიორგი ჯანდელიანი, მეუფე იობის ეპარქიიდან;
წალკის ეპარქიას – ფოკას ყოფილი წინამძღვარი მამა იოანე შომახია;
სამთავისის ეპარქიას – ქვათახევის წინამძღვარი მღვდელი დამიანე ხუფენია.
გაიყო მანგლისისა და წალკის ეპარქია, რუსთავისა და მარნეულის ეპარქია. ასევე, რუისისა და ურბნისის ეპარქიას გამოეყო ხაშური და სურამი. გაიყო სამთავისი და გორი და აღსდგა მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია.