,,შეღავათიანი აგროკრედიტი” სამცხე-ჯავახეთში – სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე 154 პროექტი დაფინანსდა. მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციისათვის მოსახლეობას საშუალება აქვს სესხი შეღავათიანი პროცენტით აიღოს.