ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მუნიციპალიტეტის საშეშე მერქნით მომარაგება აქტუალური საკითხი გახდა. გაზიფიცირების მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეშით თბება, ადგილობრივებმა საშეშე მერქნის მომარაგებაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. რეგიონულ სატყეო სამმართველოში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შეშით დაკმაყოფილება სრულად ვერ მოხერხდება.