ვალის მეორე შახტის მოსახლეობა ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს. ავარიული საცხოვრებელი ბინები, ამორტიზებული გზა და სანიაღვრე არხები–ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მეორე შახტის მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს. ახალი ხელისუფლებისაგან იმედ გაცრუებული ადგილობრივები, არჩევნებში ჩართვას არ აპირებენ.