ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთს დღეს სომხეთის საფეხბურთო გუნდის „არარატის“ ვეტერანი ფეხბურთელი ესტუმრა. არმენ სარქისიანმა, რომელიც წარმოშობით წყრუთიდანაა, სიონის ეკლესიას წმინდა ქვის ჯვარი შეწირა. დღესვე იგი სასულიერო პირებმა ტაძრის ეზოში აღმართეს და აკურთხეს.
არარატის ყოფილი წევრის განმარტებით, ჯანმრთელობის გაუარესების დროს მან ხილვა ნახა, სადაც ღვთისმშობელმა მფარველობა აუწყა. ვეტერანმა სპორტსმენმა უფალს აღუთქვა, რომ მშობლიური სოფლის ტაძარს სიწმინდეს შესწირავდა.