2013 წლის 7 ოქტომბერს ს.გ.პ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურჩეთის მხრიდან ირანის სამი მოქალაქე შემოვიდა, რომელთა ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპული პრეპარატები. მოქალაქე ბ.ზ.–ს 10 აბი დიფენოქსილატი და 16 აბი ალპრაზოლამი, ხოლო მოქალაქე გ.ა.–ს 10 აბი ზოლპიდემი აღმოაჩნდა. ასევე ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.მ. ფსიქოტროპული პრეპარატის – 11 აბი ქლორდიაზეპოქსიდის შემოტანას მალულად ცდილობდა
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
ინფორმაციას სსიპ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
You must be logged in to post a comment.