„არჩევნების შემდეგ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა არ შეტყობია” — ასე აფასებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მათი თქმით, ახალციხეში ის მშენებლობები, რომელიც 2012 წლის 1 –ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიმდინარეობდა, შეჩერდა.