საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 25 კაციან დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, მუნიციპალიტეტების მუფთები და ქართველ მუსლიმთა სამმართველოს წევრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუსლიმთა სამმართველოს მუშაობას, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, ჭელას მინარეთის დემონტაჟსა და სხვა საკითხებს.
პრემიერ მინისტრმა მინარეთთან დაკავშირებული მოვლენები შეხვედრაზე დიდ სირცხვილად შეაფასა.
მუსლიმთა სამმართველოსთან შეხვედრის შესახებ ვიდეო–მასალას ბიძინა ივანიშვილის facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.