”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის თეატრი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში

yvatyvare

მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს. მის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, 18 საათზე, ადგილობრივი მსახიობები მაყურებლის წინაშე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე წარსდგებიან. მესხეთის თეატრალური დასი საზოგადოებას პოლიკარპე კაკაბაძის პიესის მიხედვით დადგმულ ორმოქმედებიან კომედიას “ყვარყვარე”–ს შესთავაზებს, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ნიკოლოზ საბაშვილია.

სპექტაკლზე დასწრება მაყურებლისათვის უფასოა.

“თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2013″ 19 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბერს დაიხურება.

Information

This entry was posted on 06/10/2013 by in კულტურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე