„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წევრებმა მოსახლოებასთან მორიგი შეხვედრა მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართეს. ამჯერად კოალიციის წარმომადგენლები ახალციხის მოსახლეობას შეხვდნენ. წინასაარჩევნო კამპანია ადგილობრივებთან საქართველოს ჰიმნით დაიწყო, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელმა საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.