„ერთად გადავარჩინოთ მაუკა გვირჯიშვილი”–მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში 21 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია–კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობის მისაღებად დედაქალაქიდან ესტრადის მომღერლები და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათ ადგილობრივ მსმენელს თავიანთი რეპერტუარი შესთავაზეს და მოსახლეობას აქციაში ჩართვისკენ მოუწოდეს.