”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენელი რევაზ ლუტიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

rezoმკლავჭიდში მსოფლიო  ჩემპიონი 26 წლის რევაზ ლუტიძე გახდა. მან  პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართულ ჩემპიონატში მძიმე წონაში ( +110) ბელორუსელი მეტოქე, ალექსანდრ იანკოვსკი დაამარცხა და საქართველოს ზაურ ცხადაძისა  და ვახო ჯავახაძის შემდეგ, კიდევ ერთი ოქრო მოუტანა. რევაზ ლუტიძე წარმოშობით სამცხე–ჯავახეთიდანაა, ის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში დაიბადა და გაიზარდა.  სპორტსმენი ამჟამად თბილისში ცხოვრობს.  ,,ეს ჩემთვის პირველი ოქროა, ძალიან ბედნიერი ვარ, ამჟამად ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის”–განაცხადა ,,ექოსთან” სატელეფონო საუბარში რევაზ ლუტიძემ. ჩემპიონატში საპრიზო ადგილებისთვის 49 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტსმენი  იბრძოდა .

Information

This entry was posted on 03/10/2013 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე