ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთში დღეს ღია კარის დღე გაიმართა. თანამშრომლებმა კარტოფილის მოსავალი ამოიღეს და საცდელი ჯიშები შეაფასეს. მიმდინარე სეზონზე მათ კომპანია „აგრიკოს“ სათესლე მასალა გამოსცადეს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა შეფასებით, წელს 7–ვე ჯიშმა გაამართლა.