ახალციხეში ბერა ივანიშვილს ელოდებიან. ტურნე „ჩვენ ვართ საქართველოს“ ფარგლებში იგი კონცერტს გამართავს. თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე ცენტრალური გზა საპატრულო პოლიციამ გუშინ საღამოს გადაკეტა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.