ახალციხეში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან. ამის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს ლტოლვილტა და განსახლების მინისტრის მოადგილემ განუცხადა. მამუკა ცოტნიაშვილი ახალციხეს ესტუმრა, დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესს დააკვირდა და ის შენობა მოინახულა, რომელიც იძულებით გადაადგლებულ პირებს გადაეცემათ.