ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერმერთა უმეტესი ნაწილი თავს ხილ-ბოსტნეულის რეალიზებით ირჩენს. ითვალისწინებს თუა არა ლოდინის პერიოდს ფერმერი და მათი რა რაოდენობა ცდილობს მოსახლეობას უვნებელი პროდუქტი მიაწოდოს – ამის სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. თუმცა სპეციალისტები და ფერმერები თანხმდებიან, რომ პესტიციდების გამოყენების გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა რთულია. რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ხილ–ბოსტნეული, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები მოსახლეობას სთავაზობენ და მოწმდება თუ არა ლაბორატორიულად ახალციხის ბაზარში პროდუქტი – თემით „ექოს” გადამღები ჯგუფი დაინტერესდა.