სოხუმის დაცემიდან დღეს 20 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ჯარების მარცხით დასრულდა. აფხაზეთის ომში დაღუპუთა 13 ოჯახს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დღეს ანგარიშზე 300-300 ლარი ჩაურიცხა.