კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით კონკურსი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქალაქის ყველა საპილოტე და მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიება სამ რაუნდად ჩატარდა. გამარჯვებული გუნდი -პირველი საჯარო სკოლა, სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. მომდევნო ადგილი მეხუთე სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულს საჩუქრად სიგელები და პრიზები გადაეცა.