ახალციხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატა. სოფელ ანში ეკლესია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა გახსნა. მეუფე თეოდორემ ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა, ადგილობრივები დალოცა და სოფელ ანის მოსახლეობას ქეთევან წამებულის ხსენების დღე მიულოცა.