”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ტრენინგები სახანძროში

ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს პოლონელი კოლეგები ტრენინგებს უტარებენ. მათ საჩუქრად ჰიდრავლიკური მაკრატლები ჩამოიტანეს და საგზაო კატასტროფების შემთხვევისას მათი გამოყენების შესახებ ადგილობრივებს ინსტრუქტაჟს აცნობენ.
პროექტს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა” პოლონური საერთაშორისო დახმარების ცენტრთან პარტნიორობით საქართველოს ორ რეგიონში  სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში ახორციელებს. იგი სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, უნარჩვევების გამომუშავებას და კატასტროფების პრევენციას ითვალისწინებს.
ტრენინგი 26 სექტემბერს დასრულდება, რომლის დროსაც ახალციხის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებასაც გაივლიან.

Advertisements

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE