საარსებო მინიმუმის გაზრდა, ერთსქესიანი ქორწინება და ბოლო დღეებში სოფელ დვანში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები– ეს ის მთავარი თემები იყო, რაზეც ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბორჯომში მოსახლეობასთან შეხვდრისას ისაუბრა. გიორგი თარგამაძე, თანაგუნდელებთან ერთად ბორჯომს დღის ორი სათისათვის ესტუმრა. „დღეს ქართული სახელმწიფო უმოქმედო და უსუსურია, შეაჩეროს მცოცავი აგრესია, რომელიც ქვეყნის მიმართ რუსეთის მხრიდან ხორციელდება“–განაცხადა ქრისტიან– დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გიორგი თარგამაძე საქათველოს ეკონომიკურ მდგომარეობასაც შეეხო. მისი თქმით, ქვეყნის საარსებო მინიმუმი ხელახლა უნდა გადაიხედოს და სოციალური დახმარებებისა და საპენსიო ფონდის ზრდაზე აისახოს. გიორგი თარგამაძე წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს გააგრძელებს.