”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჯემალ პაქსაძე სოფელ ჭელაში მაჰმადიან მოსახლეობას ხვდება

minaretii

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მაჰმადიან მოსახლეობას ხვდება. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, იგი  ამ წუთებში მრევლს ესაუბრება.

  “ვიცი, რომ აქ არის და ხალხს ხვდება. თუმცა რაზე საუბრობენ ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ” – აცხადებს სოფელ ჭელის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული იური ჯიმშერაშვილი.

ამ წუთებში, მეჩეთში 500–მდე ადამიანია შეკრებილი.  ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, მინარეთთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ამავე საკითხზე, 23 სექტემბერს სოფელ ჭელაში ევროკავშირის წარმომადგენლებსაც ელოდებიან

Information

This entry was posted on 20/09/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე