”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა

somonaa    ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მისი მოდგილის, რატი ტატალაშვილის წინა სასამართლო პროცესი დასრულდა. სიმონ პარუნაშვილის ადვოკატმა პროცესზე მოსამართლესთან სამი შუამდგომლობა დააყენა, რომელთაგან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა.  მართლმსაჯულების გადაწყვეტილებით, იმ მტკიცებულებების ამოღება მოხდა, რომელიც დაცვის მხარეს არ მიუღია და იგი პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 27 სექტემბერს 14 საათზე ჩაინიშნა, სადაც პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების არსებითი განხილვა მოხდება.

ვრცლად პროცესის შესახებ, ნახეთ ,,ექოს” მთავარ გამოშვებაში, 21:30 საათზე.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე