
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თეატრის ყოფილი მმართველი ნაზო (ლია ) სულუაშვილი დაამტკიცა. სამინისტროს ბრძანება # 01/262 2013 წლის 17 სექტემბრით თარიღდება, რომლის თანახმადაც ლია სულუაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტისათვის ერთმანეთს დასის წევრები დაუპირისპირდნენ. იხილეთ ამ თემაზე მომზადებული მასალა :
You must be logged in to post a comment.