”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მშვიდობის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნება

LOGO

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მხარდაჭერით მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერი საქართველოს სამ ქალაქში:  ახალციხეში, გორსა და ზუგდიდში აღინიშნება. მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. ,,პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში” –ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო და ამით 21 სექტემბერი ყოველწლიურ დღესასწაულად გამოაცხადა.

2013 წლის მშვიდობის დღის მთავარი თემაა :  განათლება მშვიდობისათვის.

მშვიდობის დღესთან დაკავშირებით,   ახალციხეში 21 სექტემბერს 12 საათზე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში  გაიმართება ფილმის ჩვენება, დისკუსია.  შეხვედრა/სემინარს გამართავენ შორენა ლორთქიფანიძე და ნანა ბერეკაშვილი ICCN.

Information

This entry was posted on 20/09/2013 by in ანონსი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე