მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არჩეულია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თანამდებობას ლია სულუაშვილი დაიკავებს. აღნიშნულ პოსტზე მესხეთის თეატრიდან სამინისტროში კიდევ ერთი, რეჟისორ თამაზ იმნაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.