ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წევრებმა თავმჯდომარე აირჩიეს
ახალციხის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში სამცხე-ჯავახეთის ვეტერინართა ასოციაციის შეხვედრა გაიმართა. ასოციაციის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. გარდა ამისა მათ შესაბამისი აღჭურვილობა და სამოსიც დაურიგდათ.