”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის სკოლის მანდატურები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაასაჩუქრებენ

 

download

ახალციხის სკოლების მანდატურები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრებიან.  მანდატურები მოსწავლეებთან ერთად მე-7 სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებს მოინახულებენ. მოსწავლები 21 სექტემბერს 13 საათზე მოზარდებს  საკონცერტო პროგრამითა  და მხიარული თამაშებით გაახალისებენ, მანდატურები კი ბავშვებს ტკბილეულით დაასაჩუქრებენ.  ახალციხის მე-7 სკოლაში 6-დან 18 წლამდე ასაკის 20– მდე  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლე სწავლობს.  ახალციხელი მანდატურების ინიციატივას მანდატურის სამსახურიც შეუერთდება და მომავალში საქველმოქმედო აქციები დაიგეგმება.

 

Information

This entry was posted on 20/09/2013 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე