
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში, ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი იწყება. სიმონ პარუნაშვილის მხარდასაჭერად ახალციხეში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან. სასამართლოში იმყოფება ,,ექოს” გადამღები ჯგუფიც. შეგახსენებთ, რომ ადიგენის გამგებელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ბრალდებით, 27 აგვისტოს დააკავა. ეს სიმონ პარუნაშვილის რიგით მეორე სასამართლო პროცესია. დეტალებს პროცესის დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ. პირველი სასამართლო პროცესის შესახებ, იხილეთ ვიდეო :
You must be logged in to post a comment.