”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართება

axalcixe     20 სექტემბერს 11:00 საათზე ახალციხეში ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდება.  აქციის მიზანი საცხოვრებელი გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდა წარმოადგენს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

აქცია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ – ტარდება პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო –  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“  ფარგლებში, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო“, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა“  და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისი’’, ;

დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. ქვეყნის მასშტაბით აქციები 20, 21 და 22 სექტემბერს მოეწყობა.

„დავასუფთაოთ საქართველო“  საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ -ს (Clean Up the World) ფარგლებში ხორციელდება.

კამპანია  „Clean Up the World“ რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით  1992 წელს დაფუძნდა,  მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას ემსახურება. დღეისათვის მასში 130–ზე მეტი სახელმწიფოა ჩართული.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე