საქართველოში რესტორნებზე, გასართობ დაწესებულებებზე და სხვადასხვა კომერციულ ობიექტებზე უცხოური წარწერები მომრავლდა. ბოლო დროს საკითხი მოქალაქეებისათვისაც აქტუალური გახდა და ნაწილის გაღიზიანებაც გამოიწვია. ადგილობრივებს მიაჩნიათ რომ ეროვნულ წარწერასთან ერთად უცხო ენოვანიც უნდა იყოს, რათა ტურისტებს ენის პრობლემა არ შეექმნათ. თუმცა მათი აზრით ამით ქართული სახელმწიფოებრიობა არ უნდა დაზარალდეს.