”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი სამცხე-ჯავახეთშიც განხორციელდა

sss შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის რებრენდინგს აგრძელებს. დღეს ახალი საპატრულო მანქანები სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ოფიციალურად გადაეცა. ღონისძიება ახალციხეში გაიმართა. მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამცხე-ჯავახეთში საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და 6 „შკოდა“-ს მარკის და 2 „ ტოიოტა ჰაილუქსი”-ს მარკის („პიკაპი”-ს ტიპის) ახალი ავტომანქანით შეივსო.

გარდა ამისა, პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და პოლიციელისთვის საჭირო სხვა სპეციალური საშუალებები.

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისში, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში უკვე განხორციელდა.

ინფორმაციას შსს–ს ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ვიდეომასალას “ექოს” მთავარ გამოშვებებში 20:00 და 21:30 საათზე მოგაწვდით.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე