საპრეზიდენტო კანდიდატთათვის ხელმოწერების შეტანის ვადა ამოიწურა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატებს მხარდამჭერთა სია 17 სექტემბერს, 18 საათამდე უნდა წარედგინათ. საპრეზიდენტო კანდიდატთა უმრავლესობის შესახებ ახალციხეში მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს. პრეზიდენტობის მსურველებს არ იცნობენ სომხურ დასახლებებშიც.