”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“რუსთავი 2″–სა და “იმედი”–ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიმწოდებელი ასპინძელი აღმოჩნდა

2პირი, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედი“-ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორს  ინფორმაცია მიაწოდა– ასპინძაში მცხოვრები არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული მილერ ბ. აღმოჩნდა.

არასრულწლოვანმა “112”-ში ზარი 10 წუთის ინტერვალით ორჯერ განახორციელა.

შეტყობინებისთანავე შსს-ს შესაბამისი სამსახურები ორივე ტელეკომპანიის შენობებთან გამოცხადდნენ. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ერთ შენობაში არ აღმოჩნდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე