”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის სახლი უკვე დატოვა

Mikhail Saakashvili    მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში ახალციხეში სასტუმრო “ლომსიაში” იმყოფება.

ქვეყნის პირველმა პირმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის სახლი, რამდენიმე წუთის წინ  დატოვა.

“მეცხრე არხის” კორესპონდენტის თაკო ფეიქრიშვილს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. კომენტარს არც ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრები  აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ვანო მერაბიშვილის სახლის მიმდებარე ტერიოტორიას, დილიდან სამართალდამცავები აკონტროლებდნენ.

ქვეყნის პირველი პირი  ახალციხეში, ვანო მერაბიშვილის ოჯახში სტუმრობამდე, ახალქალაქში იმყოფებოდა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია  და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

დღეს, მიხეილ სააკაშვილი სამცხე–ჯავახეთს არაოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

Information

This entry was posted on 16/09/2013 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე