”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მიხეილ სააკაშვილმა ახალციხე გაბრაზებულმა დატოვა

saak     მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო “ლომსია”  უკვე  დატოვა. სასტუმროდან გამოსულს, ეზოში ადგილობრივები დახვდნენ, პრეზიდენტმა კი  მათთან გასაუბრება სცადა, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრსა და სააკაშვილს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

როგორც ახალციხელი ბეჟან კაჭკაჭაშვილი ამბობს, შეკამათება სასტუმროსთან დაკავშირებით დაიწყო. “ეს სასტუმრო თქვენი აშენებულია, გარშემო შემოუარეთ თუ სადმე აქვს ქართული წარწერა”– უხრა ბეჟან კაჭკაჭაშვილმა პრეზიდენტს, რის პასუხადაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისმა ხელისუფლებამ ახალციხე ნაგვიდან ამოიყვანა.

მიხეილ სააკაშვილმა ახალციხელებს ისიც განუცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ, სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვაც დაუშვა. როგორც “ექოსთან” ბეჟან კაჭკაჭაშვილი ჰყვება, იგი სწორედ ამ პასუხმა გააღიზიანა და უთხრა, რომ სხვადსხვა რელიგია საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დააკანონა.  ადგილობრივის თქმით,  ქვეყნის პირველმა პირმა ახალციხე გაბრაზებულმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს არაოფიციალური ვიზიტით სამცხე–ჯავახეთში იმყოფებოდა. იგი ჯერ ახალქალაქში საგანმანათლებლო დაწესებულებებს  ეწვია და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა, შემდეგ კი იგი ახალციხეში ვანო მერაბიშვილის ოჯახს ესტუმრა.

Information

This entry was posted on 16/09/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე