ქვეყნის პირველმა პირმა “ერტიანი ნაციონალური მოძრაობი” გენერალური მდივანის სახლი ამ წუთებში დატოვა.
“მეცხრე არხის” კორესპონდენტის თაკო ფეიქრიშვილს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. კომენტარს არც ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრები აკეთებენ.
ქვეყნის პირველი პირი ახალციხეში, ვანო მერაბიშვილის ოჯახში სტუმრობამდე ახალქალაქში იმყოფებოდა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ვანო მერაბიშვილის სახლის მიმდებარე ტერიოტორიას, დილიდან სამართალდამცავები აკონტროლებდნენ.
You must be logged in to post a comment.