”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხესა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სარწყავი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

saministro,,ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სარწყავი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის დასრულების შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების (კოჩიო, ღადოლარი, ლომატურცხე, ტურცხე, კოთელია,ხანდო) 1200 ჰექტარზე მეტი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების (სპასოვკა, სათხე, ოროჯალარი, ნინოწმინდა, კათნატუ,დიდიხანჩალი) 2700 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები წყლით უზრუნველყოფილი იქნება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ლომა-ტურცხის სარწყავი სისტემა სათავეს მდინარე ბეჟანოდან იღებს. 21 კმ სიგრძის არხი ღარებითა და რკინა-ბეტონის ფილებით არის მოწყობილი. ობიექტი ექსპლუატაციაში 30 წლის წინ შევიდა და 500-600 ჰექტარს ემსახურებოდა.
სამინისტროს ცნობით, მაგისტრალური არხის საწყის მონაკვეთზე ღარების მასობრივი დაზიანების გამო, ბოლო რამდენიმე წელი არხი საერთოდ არ ფუნქციონირებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჩატარდება დაზიანებული ღარებისა და საყრდენების, დაზიანებული ფილების დემონტაჟი, მოხდება არხის სრული გაწმენდა, დამონტაჟდება ახალი სადგარები, ღარები და ფილები, მოეწყობა წყალგამშვები კვანძები, მოხდება სათავე ნაგებობების, მაგისტრალურ არხზე დიუკერების და ხიდების სრული რეაბილიტაცია.
ლომა-ტურცხის სარწყავ სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის სარწყავ სეზონამდე დამთავრდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე ორლოვკა-სპასოვკას სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, აღდგება არხის სათავე ნაგებობა და ბეტონით მოპირკეთდება მაგისტრალური არხი და გამანაწილებლები. მოხდება მთელი სისტემის სრული გაწმენდა.
როექტს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ახორციელებს.”

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე