წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი ესტუმრა. დავით ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი სამოქმედო გეგმები გააცნო. გარდა ამისა, მან ახალქალაქში ,,ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი შტაბი ოფიციალურად გახსნა.