”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხანძარი თამარაშვილის ქუჩაზე

saxandzro_000000720    ახალციხეში თამარაშვილის ქუჩის 31–ე ნომერში ხანძარია. ადგილზე სამართალდავცველები  სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებილი.

სახანძრო სამსახურის უფროსის განმარტებით, ხანძრის შესახებ მათ ინფორმაცია, დაახლოებით, ნახევარი საათის უკან მიიღეს.  ცეცხლი ერთ–ერთ ბინაში მეოთხე სართულზე გაჩნდა. თავდაპირველად, სავარაუდოდ,  დივანს მოეკიდა. დამწვარია სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. პაატა კბილაშვილის თქმით, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე