თამარაშვილის ქუჩის #31-ში ხანძარი იყო. ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში, მეოთხე სართულზე გაჩნდა, რაც მისი მეპატრონის თქმით, გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ბინა 66 წლის ვაჩო აბოიანს ეკუთვნის, რომელიც უკვე 20 წელია მარტო ცხოვრობს.