”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პაატა ზაქარეიშვილი: “ჭელაში მინარეთის დადგმის გადაწყვეტილება ადიგენის თვითმმართველობამ უნდა მიიღოს”

M2U04194.MPG_000051600

მინარეთის კონსტრუქცია კანონიერად გაფორმდა. რეინტეგრაციის მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა გუშინ, 11 სექტემბერს, მინარეთთან დაკავშირებული არასწორად შედგენილი დოკუმენტაცია შეასწორა. რომლის მეშვეობითაც,  კონსტრუქცია ჭელაში მცხოვრები მუსლიმი ადგილობრივების კუთვნილებაში გადავიდა. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობას მისი ხელახლა დადგმის შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანხმობის შემთხვევაში მიეცემათ.
     ,,მინარეთი უკვე გაფორმდა, როგორც კანონიერი. ახლა საჭიროა მათ გადადგან უკვე მეორე ნაბიჯი, შეიტანონ საკრებულოში განაცხადი, რათა კანონიერი გზით დაიდგას ეს მინარეთი თავის ადგილზე, თუ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა
რეინტეგრაციის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამინისტროში საკონონმდენლო ბაზა მუშავდება, რომლითაც ნებისმიერი საკულტო ნაგებობის მშენებლობის საზღვრების დადგენა განიზასღვრება. როგორ და რა პირობებში დაიდგმება საკულტო ნაგებობა, იქნება თუ არა ამასთან დაკავშირებით მოსახლეობის ნებართვა, ამ საკითხებს სამინისტრო შეისწავლის.

Information

This entry was posted on 12/09/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე