კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე ახალციხეში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწოფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც მოსახლეობას პირველმა მიმართა:
“ის ნამდვილად წარმოადგენს ღირსეულ კანდიდატს. ჩვენ გვეყოლება ძლიერი და მშრომელი პრეზიდენტი” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რეინტეგრაციის მინისტრს სხვადასხვა პიროვნებები ცვლიან, რომლებიც საზოგადოებას მიმართავენ.
“დამთავრდა უკანონობის დრო. დრო როდესაც დაჩაგრულები ვიყავით. ბატონ გიორგის თავისი პლუსები აქვს. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ხალხის თავლწინ მიდიოდა”
“გიორგი მარგველაშვილი არის გარანტი, რომ ყველა მოქალაქის უფლება თანაბრად იქნება დაცული. ერთად ავაშენებთ ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს” – აცხადებენ გამომსვლელები.
You must be logged in to post a comment.