მინარეთის კონსტრუქცია, რომელიც ამ ეტაპზე სოფელ ჭელის მაჰმადიანი მოსახლეობის საკუთრებაში რჩება, კანონიერად გაფორმდა. ამის შესახებ „ექოსთან” განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მოსახლეობას მისი ხელახალი დადგმის შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანხმობის შემთხვევაში მიეცემათ.