
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მგელმა შინაური პირუტყვი დაგლიჯა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საქონელზე მგლების თავდასხმის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. სოფლის მკვიდრთა განმარტებით, ნადირი მოსახლეობას არც დღისით უფრთხის, რადგან ხბოს დაგლეჯვის ორი ფაქტი დღის საათებში დაფიქსირდა.
“ორწლიან მოზვერს ორი დღის განმავლობაში ვეძებდი. დღეს სოფლის განაპირას, მინდორში ვიპოვე ტყავი და ძვლები. როგორც ჩანს ნადირი ბევრია, რადგან ამხელა საქონლისგან ორ დღეში აღარაფერია დარჩენილი ” – აცხადებს კლდის მკვიდრი მიხეილ კურტანიძე.
სოფლელები ყვებიან, რომ რამდენიმე დღის წინ მგელი ნახირშიც შევარდა, თუმცა საქონლის დაგლეჯვა ვერ მოახერხა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
You must be logged in to post a comment.