
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტისთვის ახალციხეში მზადება დილიდან დაიწყო. ამ წუთებში მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტეროტორიაზე სცენა მონტაჟდება, საიდანაც კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას მიმართავს.
წინასააარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქცია 13:00 საათისთვსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილთან ერთად დღეს ახალციხეში ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს კახა კალაძესა და შალვა ფიფიას ელოდებიან. გარდა ამისა, დღესვე ხელოვანი ადამიანების ვიზიტიც არის დაანონსებული.
ახალგაზრდული ფლანგის წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით ავტომობილით გადაადგილდებიან და მოსახლეობას აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.
გიორგი მარგველაშვილი, დღესვე ასპინძაში გაემგზავრება და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
You must be logged in to post a comment.