განხეთქილება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. სამხატვრო ხემლძღვანელის პოსტზე თამაზ იმნაძის კანდიდატურის დასახელებას დასის წევრთა დაპირისპირება მოჰყვა. მათი ნაწილი მსახიობს მხარს უჭერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თეატრის ხემძღვანელად კვლავ ლია სულუაშვილი უნდა დაინიშნოს. ორივე კანდიდატს საჭირო დოკუმენტაცია კულტურის სამინისტროში უკვე წარდგენილი აქვს.