”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მკვლელობა ადიგენში

polic

ადიგენის მუნიციპალიტეტში, დახლოებით 10 საათისათვის, კურცხანის ტყეში მკვლელობა მოხდა. სოფელ ხევაშენის მკვიდრმა მეზობელი დასახლების მაცხოვრებელს თოფი ესროლა,  შემდეგ კი ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

ამ დროისათვის, გარდაცვილის სხეული კვლავ შემთხვევის ადგილზეა. მოგვიანებით ცხედარს ახალციხის პროზექტურაში გადაასვენებენ.

სამართალდამცავი ორგანოებისათვის  მკვლელის ვინაობა ცნობილია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში მეტყევედ მუშობდა. მსხვერპლი და ეჭვმიტანილი კი დღეს დილით კურცხანის ტყეში ერთად გავიდნენ. მათი ვარაუდით, შესაძლოა მკვლელობა ხე–ტყის უკანონოდ მოჭრას უკავშირდება.

ადიგენში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი ხე–ყტის უკანონოდ დამზადების გამო წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი იყო. რის გამოც მან სასჯელი ერთი წლის წინ მოიხადა.

შემთხვევის ადგილზე დილიდან სამართალდამცველები მუშობენ, ადგილზე იმყოფება სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურიც.

ამ დროისათვის, ადიგენში ,,ექოს” კორესპონდენტი, ლუბა გიორგაძე იმყოფება. შემთხვევის შესახებ იგი დეტალებს დღის მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე