“გადაწყვეტილება შენზეა” – ამ სახელწოდების შეხვედრა, დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. სემინარი არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” ორგანიზებით მოეწყო, რომლის მთავარ მიზანს სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვა წარმოადგენს.